Sunday, February 28, 2016

მეხუთე დღე

ვიმუშავე გეგმის დახვეწაზე. გავეცანი საავტორო უფლებებს,რომლის დაცვითგადმოვწერე ინფორმაცია. ვისწავლე პრეზენტაციის გაფორმება. ვიდეოს გადმოწერა და ჩასმა. ცხრილის ჩასმა. სმარტ არტის ჩასმა.
ვისწავლე youtube-დან ვიდეოს ჩამოტვირთვა. გავეცანი დოკუმენტების გაზიარებას და შევავსე ელ ცხრილი.

Saturday, February 27, 2016

მეოთხე დღე


ვიმუშავე პროექტის გეგმაზე, დავხვეწე სტანდარტები და მიზნები.
შევუთავსე კითხვები მიზნებს. შევიმუშავე შეფასების დროის ჩარჩო. განვაახლე ინფორმაცია დისკზე.გაგავეცანი ეფექტური პრეზენტაციის მოთხოვნებს, შევქმენი პრეზენტაცია და ჩავაშენე ბლოგზე.

მესამე დღე

მოვიძიე და გადმოვწერე სტანდარტები,რომელიც მოვარგე ჩემი პროექტის გეგმას. შევიმუშავე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და მოვარგე ჩემი პროექტის გეგმას.გავეცანი საკვანძო კითხვებს დამოვარგე ჩემს პროექტს. განვაახლე დისკზე ინფორმაცია.

Sunday, February 14, 2016

მეორე დღე

დღეს გავეცანი კონკიას რესურსებს,მომეწონა პრეზენტაცია.გავეცანი პროექტის მამახასიათებლებს. ვისწავლე ბოშურის შექმნა და გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.
დავიწყე  პროექტის გეგმის წერა.ძალიან დამაინტერესა პროექტით სწავლებამ,მსურს გამოვიყენო პრაქტიკაში.

Saturday, February 13, 2016

პირველი დღე

გავეცანი პროექტების სწავლებას.გავეცანი ახალ პროგრამას.ვისწავლე საქაღალდეების შექმნა. გადმოწერა ჩასმა და ა.შ .ჯერჯერობით ვერ გავერკვიე კარგად. დიდი იმედი მაქვს საფუძვლიანად შევისწავლი ტრენინგის დასრულებამდე